„ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას,” – ირაკლი ღარიბაშვილი

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

მთელ რეგიონში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე პრემიერმინისტრმა ბიუჯეტში კორექტირება ნორმალურ პროცესად შეაფასა.

„მე მგონია, რომ ეს ძალიან ნორმალურია და ეს მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს,“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ უკვე მოახდინა ბიუჯეტის კორექტირება და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ არის ძალიან სერიოზული კრიზისი მთელს რეგიონში.

„ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას, ამის მიხედვით უნდა განვვითარდეთ,“ – განახადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ცნობილია, ქვეყნის ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით მცირდება. ანგარიში მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარმოადგინა.

banner
წინა სტატიაში140 მილიონი ლარით მცირდება ქვეყნის ბიუჯეტი
შემდეგი სტატია“რადგანაც საქმე აღძრულია, ეს ესეც უნდა იყოს,“ – ზურაბ გურიელიძე