ჩვენ უნდა დავწრმუნდეთ, რომ ახალი კანონის არსებობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხერთ კავკასიაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ჰენრი კერალი იმედოვნებს, რომ პარლამენტის მიერ საკითხის პირველი მოსმენით მიღების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წერილს საბოლოოდ მაინც გაითვალისწინებს.

ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ოფიციალურ შეხვედრაზე გაკეთდა, სადაც ეკონომიკის სამინისტრომ უწყების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წერილი გავუგზავნეთ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც აუცილებელია. ჩვენ და ევროკავშირი ვიმუშავებთ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტთან იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, ახალი კანონის არსებობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კვლავ შენარჩუნებული იქნება. ჩვენ ჯერ-ჯერობით პროცესში არ ვართ ჩართულები, მაგრამ შევთავაზეთ მათ, რომ ჩამოვიყვანოთ ექსპერტები ევროპიდან, ვინც იმუშავეს ამ კანონის ცვლილებაზე,“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორმა, ჰენრი კერალიმ.

banner
წინა სტატიაშისვანიძის ქუჩის მაცხოვრებლების ზარალი დეტალურად არის გაწერილი – დიმიტრი ქუმსიშვილი
შემდეგი სტატიაგორში ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან