“ჩვენ, ისევე როგორც ევროკავშირი და მოწინავე დასავლური ქვეყნები უნდა ვიყოთ მტკიცე და თანმიმდევრული”

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე რუსეთის მიერ ცხინვალთან საზღვრის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას რუსეთის მხრიდან საზღვრების კორექციის მცდელობად აფასებს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველომ უნდა მოახდინოს დიპლომატიური არხების მობილიზება იმისთვის, რომ რეაგირება იყოს მტკიცე და შედეგიანი.

“ეს არის კიდევ ერთი მცდლობა რუსეთის მხრიდან, მოხდეს საზღვრების გადახედვა და კორექცია. ჩვენ, ისევე როგორც ევროკავშირი და მოწინავე დასავლური სახელმწიფოები პოზიცია უნდა ვიყოთ თანამიმდევრული, მტკიცე და შედეგად უნდა იქნას მიღწეული ის, რომ რუსეთი დაიხევს უკან. სხვა მიმართულებით ჩვენი რეაგირება არის დიპლომატიური არხების მობილიზება იმიტომ, რომ ცხადია, აქ არის რეგიონული კონტექსტი, აქ საუბარია საქართველოზე, უკრაინაზე შესაბამისად, ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ რეაგირება იყოს მტკიცე”,- განაცხადა ბაქრაძემ.

რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან საზღვრის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას დღეს აფორმებს.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ დებალცევო დათმო
შემდეგი სტატიაუკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შუამდგომლობას განიხილავს