„ნაციონალები“ ქუჩაში გამოდიან, „რესპუბლიკელები „, კოალიციაში აღარ არიან, „თავისუფალი დემოკრატები“გაიქცნენ, აგერ თოფაძე სხვა დუდუდკზე უკრავს

ჩვენ ვიმკით რას? – „ნაციონალები“ ქუჩაში გამოდიან, „რესპუბლიკელები „, ფაქტობრივად, კოალიციაში აღარ არიან, „თავისუფალი დემოკრატები“გაიქცნენ, აგერ თოფაძე სხვა დუდუდკზე უკრავს

 ჩვენ ვიმკით რას? – „ნაციონალები“  ქუჩაში გამოდიან, „რესპუბლიკელები „, ფაქტობრივად, კოალიციაში  აღარ არიან, „თავისუფალი დემოკრატები“გაიქცნენ, აგერ თოფაძე სხვა დუდუდკზე უკრავსპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილის გარდა გამარჯვების არავის სჯეროდა „ამიტომ მას შეეძლო შეცდომები არ დაეშვა და კოალიცია სულ სხვა პრინციპით აეგო. არ შეეყვანა იქ მედროვეები, მარგინალები, ასეთ დღეში აღარ ჩავცვივდებოდით“. ცინცაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილს „ცოცხებისა და ხალხის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ, შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა ამერიკელების გარეშეც.
„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადამწიფებული ვაშლივით იყო, ერთს შეატოკებდა და თავისით ჩამოვარდებოდა, ხალხიც გაბრუებული იყო დაპირებებით, ახლა ჩვენ ვიმკით რას? – „ნაციონალები“ ქუჩაში გამოდიან, „რესპუბლიკელები „, ფაქტობრივად, კოალიციაში აღარ არიან, „თავისუფალი დემოკრატები“გაიქცნენ, აგერ თოფაძე სხვა დუდუდკზე უკრავს. მალე კოალიციაში ამის გამო დიდი ამბებები ატყდება. გოგი თოფაძეს ბავშვობიდან ვიცნობ, სულ ლაპარაკობს, ნატო არ გვინდა, რუსეთთან კარგად ვიყოთო, მაგრამ ბოლო 3 წელი, რაც პარლამენტში შევიდა ამ თემაზე ასე ხისტად არაფერი უთქვამს. ახლა უცებ ალაპარაკდნენ „მრეწველები“, ევრაზიულ კავშირსაც მოვუსინჯოთ ნიადაგიო. გოგი თოფაძეს ეტყობა, სხვა სხვა ინფორმაციები აქვს მიღებული, უფრო ზემოთ გადაწყვიტეს, ნატოზე საერთოდ თქვან უარი და გაჩენილია აზრთა სხვადასხვაობა. ახლა საკითხი დგას ასე -ნატო თუ რუსეთი?!. გაიხსენეთ კარგა ხნით ადრე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, გავიგოთ, რა არის ეს ევრაზიული კავშირი, თუ რაიმე სასარგებლო იქნება ჩვენთვის, რატომაც არ უნდა დაველაპარაკოთ რუსებსო?… ევრაზიის კავშირი, არავის აქვს წაკითხული მისი კონსტიტუცია, კანონები ,საბაჟო კოდექსი და ა.შ. ამ დროს იძახიან, – არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდაო… გოგი თოფაძემ ეგ თქვა, შეიძლება ჩვენთვის ევრაზიის კავშირი სჯობდესო. ვხედავ, რომ თვითონ კოალიციას აქვს შიგნით პრობლემები. რაც შეეხება ამ ფონზე „ნაციონალებს“, მე ვფიქრობ, გადამწყვეტი იქნება ეს ზაფხული, მაინც ბალახი წამოვა, პროდუქტები შედარებით გაიაფდება, სურსათი გაჩნდება, მერე ხილი შემოვა, ბუნებრივია ეს გამოიწვევს სოციალური ფონის გაუმჯობესებას. თუ ხილი წავიდა ექსპორტზე, ლარიც გამყარდება. დღეს ქვეყანაში „ნაციონალების“ ვარსკვლავის საათია ჩართული, ეკონომიკის გაჭირვება მაგათ წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ მაინც ვერ გამოყავთ საჭირო რაოდენობის ხალხი. ამ შემთხვევაში თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც მე ვამბობ, „ნაციონალების“ წამოწყებული პერმანენტული აქციებიც ფუჭი გასროლა იქნება და არც ვადამდელი არჩევნები დაინიშნება,“ აცხადებს სოსო ცინცაძე გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის–დავით უსუფაშვილი
შემდეგი სტატიასაფრანგეთში არჩევნები დასრულდა