“ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევრაზიულ კავშირში არიან გაწევრიანებული და ეს ხელს არ გვიშლის”

ირინე იმერლიშვილ

ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევრაზიულ კავშირში არიან გაწევრიანებული და ეს ფაქტორი ურთიერთობაში ხელს არ გვიშლის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.
რაც შეეხება კითხვას, რა კონკრეტული გზავნილით ჩამოვიდა თბილისში ალექსანდრე ლუკაშენკო, იმერლიშვილის განმარტებით, გზავნილები პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
“გუშინ ოფიციალური შეხვედრები არ ყოფილა, ახლა მიმდინარეობს პრეზიდენტებს შორის აუდიენცია, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. გზავნილებსაც ყველა გავიგებთ. ბელარუსის პრეზიდენტის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს პრაქტიკულად პირველად მოხდა. უაღრესად მნიშვნელოვანია ბელარუსის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაც და ეს მხარდაჭერა გრძელდება. ამავე დროს, ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევრაზიულ კავშირში არიან გაწევრიანებული და ეს ხელს არ გვიშლის. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა არჩეული, ეს არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვითანამშრომლოთ იმ ქვეყნებთან, რომლებმაც სხვა გზა აირჩიეს “, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძემ აშშ-ს დელეგაციას უმასპინძლა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: ბატონმა ზურაბმა მორალური პასუხისმგებლობა აიღო და დატოვა თანამდებობა