,ამით არაფერი დასრულებულა და არც არაფერი დაწყებულა”

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმიდან ამოღებით არც არაფერი დასრულებულა და არც არაფერი დაწყებულა . ამის შესახებ კომენტარი სალიამ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.
“საგაზეთო პუბლიკაციების ამოღებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა იყო “რუსთავი 2″-ის, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. ამით არაფერი დასრულებულა და არც არაფერი დაწყებულა. ჩვენ ვართ არსებითი განხილვის ეტაპზე, მხარეთა ახსნა-განმარტებების ეტაპზე. ჩვენი მხარის ახსნა-განმარტება სასამართლომ მოისმინა. ასევე მოისმინა მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტება. შემდეგი იქნება ექსპერტის დაკითხვა, შემდეგ კი პაექრობის ეტაპზე დავაფიქსირებთ ისევ ჩვენს პოზიციებს. საბოლოო ჯამში, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, აისახება თუ არა საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამ მტკიცებულებების ამოღება”, – განაცხადა სალიამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატიაბურჯანაძემ პრეზიდენტის განცხადება შეაფასა და მას გადაჭარბებული უწოდა