„ჩვენ ვაკეთებს ყველაფერს რათა აშშ-საქართველო სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ’-გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო ამერიკის სტრატეგიული დიალოგის პლენარული სესიის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ტანამსრომლობის მნიშვნელობას და ასევე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გაძლიერებას. „აშშ- საქართველოს ეკონომიკურ ურთიერობებს გააჩნია დიდი პოტენციალი“ -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა კვირიკაშვილმა. მისი თქმით აშშ-საქართველო სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი ხელს უწყობს ამ ძალისხმევას. „საქართველო, სტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს „ჭიშკარს“, რომელიც აკავშირებს ევროპას აზიასთან, კასპიის ზღვასთან და ცენტრალური აზიის რეგიონთან. ამასთან დაკავშირებით, მინდა მადლობა გადავუხადო USAID-ს დახმარებისთვის და მაღალი დონის მონაწილეობისთვის თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმში. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ სტრატეგიულ ინვესტიციის მნიშვნელობას განათლების სფეროში, მადლობა 140 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციისთვის „მილენიუმის

giorgi-ashshs„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერია და ორივე მხარე სრულად აცნობიერებს ამ თანამშრომლობისა და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას’-განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული ქარტიის პლენარუს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ს ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით დარეგულირების მხარდაჭერისათვის.
„ყოველდღე ჩვენ ვართ მოწმეები მცოცავი ანექსიისა, რაც გამოიხატება ტერიტორიების მილიტარიზაციასა და „ბორდერიზაციაში“, ასევე, ე.წ. შეთანხმებების გაფორმებაში საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო აშშ-ს მიერ არაღიარების პოლიტიკის გატარება და ასევე მისი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ძალისხმევის მიმართ მშვიდობიანი გზით გადავჭრათ კონფლიქტი’-გგანაცხდა მინისტრმა.
მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ, ამის საშუალებას კი მისი განცხადებით იძლევა სტრატეგიული ქარტიის ოთხივე მიმართულება, რაც სრულყოფილად მოიცავს სტრატეგიული თანამსდრომლობის ყველა არეალს.

„ჩვენ ვაკეთებს ყველაფერს რათა აშშ-საქართველო სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ’-გიორგი კვირიკაშვილი
„მინდა განსაკურებული მადლობა გადავუხადო აშშ-ს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ეფექტურად ვსარგებლობთ ინტეგრაციის ყველა არსებული მექანიზმით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ჩათვლით. იმედი გვაქვს, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში სათანადოდ შეაფასებს ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს. ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს ნატო-ში ინტეგრაციისკენ და ჩვენ იმედი გვაქვს აშშ-ს მთავრობის ძლიერი მხარდაჭერის ამ თვალსაზრისით’-აღნიშნა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა გაგარძელოს საკუტარი წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „მე მსურს კვლავ დავადასტურო საქართველოს ავღანეთში მიმდინარე ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში მონაწილეობა. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს მთავრობას ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების დახმარებისთვის.’-აღნიშნა მინისტრმა.
მან ხაზი გაუსვა აშშ-ს განსაკუთრებულ როლს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტიკცების პროცესში. „ეფექტური რეფორმების განხორციელებით ჩვენ მივაღწიეთ კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას, ტრანსპარენტობასა და ეფექტურ მმართველობას, მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი:„აშშ- საქართველოს ეკონომიკურ ურთიერობებს გააჩნია დიდი პოტენციალი“
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა