“ჩვენ ვაგრძელებთ სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს” – იანოშ ჰერმანი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უვიზო მიმოსვლის ამოქმედების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

შეკითხვა პროცესის მიმდინარეობის შესახებ იანოშ ჰერმანს საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს შეხვედრის შემდეგ დაუსვეს.

„ეს შეკითხვა ძალიან შორს წაგვიყვანს. არ შემიძლია კონკრეტული პასუხის გაცემა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს და ამისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის განხორციელებას,“ – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ დებატების დაშვებას ისევ ითხოვს
შემდეგი სტატიაISIS-ის ტერორისტებმა რუსი აგენტები 10 წლის ბავშვს მოაკვლევინეს