ჩვენ ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვიჩვენ ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ – განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი პრობლემებია ჩვენი ერის, ყოველი ადამიანის და ოჯახის წინაშე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა მრევლს ერთგულებისა და ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ილია მეორემ მართლმადიდებელ ქრისტიანებს პეტრე და პავლე მოციქულების ხსენების დღეს მოულოცა და მათი ქადაგებებისა და ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
“პეტრე და პავლე არიან ერისა და ეკლესიის ორი სვეტი. პეტრე, რომელსაც ეწოდა ქვა, ააშენა ეკლესია კლდესა ზედა და ბრჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას. პავლე მოციქული, რომელიც მოსეს რჯულის აღმსრულებელი და ქრისტიანთა მდევნელი იყო, წმინდა ეკლესიის უდიდესი მოძღვარი, უდიდესი მქადაგებელი გახდა. პავლე მოციქული ამბობს: – ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესე აღასრულეთ რჯული ქრისტესი. ეს უნდა გვახსოვდეს. ჩვენ ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ – განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი პრობლემებია ჩვენი ერის, ყოველი ადამიანის და ოჯახის წინაშე.
“მცირესა ზედა იყავი ერთგული და დიდსა ზედა დაგედგინოს შენ” – უფლის ეს სიტყვები მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მხარდამჭერები, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის ერთგული. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ერთგულებას არღვევს და იმ ადამიანს, რომელმაც სიკეთე გაუკეთა, ღალატობს, ან ცუდით პასუხობს. წმინდა მოციქული პეტრე, რომელიც სარწმუნების, სიმტკიცის, ერთგულების მაგალითია, ისიც კი შეშინდა, მაგრამ თავისი ერთგულება დაამტკიცა იმით, რომ ჯვარს თავდაღმა ეცვა. პეტრე მოციქულს თავი მოკვეთეს, როგორც რომის მოქალაქეს. ეს არის დღესასწაული, რომელიც გვაჩვენებს როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიაროთ, სად უნდა დავინახოთ სიკეთე და სად ბოროტება. ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმით, როცა ადამიანს ღმერთი გაუხსნის გულს და გონებას”, – ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, ხვალ, 12 მოციქულის დღესასწაული და სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ილია მეორეს თქმით, დღეს, 19.00 საათზე, სვეტიცხოველში დაიწყება ლოცვა. ასევე ჩამოვა ჯგუფი, რომელმაც გამოირა გზა ფარავანის ტბიდან სვეტიცხოვლამდე. როგორც პატრიარმა აღნიშნა, ეს 27-ე მოგზაურობაა.
“მრავალი განსაცდელის წინაშე ვართ, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დავკარგოთ იმედი, ყველაფერი დამშიდდება და თავის ადგილზე დადგება”, – განაცხადა ილია მეორემ.

banner
წინა სტატიაშიველოსიპედების გამტაცებლებმა სადაზღვევო კომპანიები 10 მილიონი ევროთი “დასაჯეს”
შემდეგი სტატიაპეტრე–პავლობის დღესასწაული განსაკუთრებით წალენჯიხის ფერისცვალების ტაძარში აღინიშნა