ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ვიდეოები არ გაუნადგურებია

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდესძალიან გაუჭირდათ, როგორც NDI-ის კვლევამაც აჩვენა და დასჭირდათ სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ უკრაინული საიტის მიერ გავრცელებული მასალის კომენტირებისას განაცხადა.

“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ვიდეოები არ გაუნადგურებია, შენახული ჰქონდა გარკვეული მომენტისთვის, პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოსაყენებლად. უბრალოდ, ძალიან გაუჭირდათ, NDI-ის კვლევამაც აჩვენა და დასჭირდათ ამის გამოქვეყნება. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოში და მსგავს მოპყრობაში მთავარი დამნაშავე საერთოდ არ არის დაკავებული და პასუხისგებაშიც არ არის მიცემული, ისევე როგორც ბედუკაძემაც ცოცხით გაუპატიურების სცენა დადგა, ის პასუხისგებაში არ მიუციათ. თუმცა, ბედუკაძეს ამ სცენის გარდა არაერთი ნამდვილი დანაშაული აქვს ჩადენილი, ნაწამები ჰყავს პატიმრები და მას არ სჯიან, იმიტომ, რომ ივანიშვილის დავალებით დადგა ეს სცენა.მისივე  თქმით, “ქართულმა ოცნებამ” სწორედ ბედუკაძის ვიდეოებით და ბარბარე რაფალიანცის დახრჩობის “ნაციონალურ მოძრაობაზე” გადაბრალებით გაიმარჯვა არჩევნებში–აცხადებს ბარამიძე

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათენგის გუნავა საზოგადოებას მიმართავს