ჩვენ გვიჭირს ერთმანეთის მოსმენა, ჩვენ ვართ ამპარტავნები, ჩვენ გვაქვს კატეგორიული აზროვნება

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

iliaსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს არ ახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა რჩევა ჰკითხეს.
ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ეკა ხოფერიას თოქ-შოუში” წამყვანის შეკითხვაზე – თუ უკითხავთ თქვენთვის რჩევა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რამდენად ხშირია ეს და რამდენად შედეგიანად დასრულებულა, თქვენი მოსაზრების და რჩევის მოსმენა ბევრი ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა, – პატრიარქმა უპასუხა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ახსოვს.
“უნდა ითქვას, რომ მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა. ბატონი ედუარდ შევარდნაძე მგონი წერს, მე ყველაფერს ვეკითხებოდი, თუ ვათანხმებდიო. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა”, – აღნიშნა უწმინდესმა.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე პატრიარქმა საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემები ძალიან ბევრია. მისივე თქმით, “ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ”.
“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ და უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენს უკან არის საქართველო. საქართველოს შველა უნდა. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, რა უნდა გავაკეთოთ სამშობლოსათვის. მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. ჩვენ გვიჭირს ერთმანეთის მოსმენა. ჩვენ ვართ ამპარტავნები. ჩვენ გვაქვს კატეგორიული აზროვნება. ე.ი. “მე რასაც ვფიქრობ, ის არის ჭერშმარიტება და სხვისი მოსმენა აღარ მჭირდება მე”, – ასე ფიქრობს მრავალი. სულ კარგი აზრი რომ იყოს, ადამიანმა უნდა მოისმინოს სხვისი აზრიც. უნდა გააანალიზოს. მე 37 წელია პატრიარქი ვარ და როცა რაღაც საკითხია, ვეკითხები ჩვენს ეპისკოპოსებს, ჩვენს მღვდლებს, მორჩილებსაც კი ვეკითხები როგორ ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე და ასე ირკვევა ჭეშმარიტება”, – ბრძანა უწმინდესმა.

 

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

“ომი რომ დაიწყო, მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. ქვეყანაში იწყება ომი და პატრიარქმა არ იცის”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დღეები საქართველოსთვის. “მე მაინც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი. ვნახეთ, მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ სხვა მანქანები ახლდა, რომ ჩვენთვის სნაიპერს არ ესროლა. გორი მკვდარი ქალაქი იყო. ქუჩაში ადამიანს ვერ დაინახავდა კაცი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ წამოსულები იყვნენ. ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში”, – გაიხსენა უწმინდესმა.
მისივე თქმით, მათ შვიდი მიცვალებული წამოიყვანეს, შემდეგ გაგზავნილმა სამღვდელოებამ კი მინდორში მყოფი მიცვალებულები გადმოასვენა.
პატრიარქის აზრით, აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი წინსვლა, განვითარება, პროგრესი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართველებთან ერთად. “მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე დადგება ისეთი დრო, როცა ოსები და აფხაზები მიხვდებიან ამას და ისევ დაბრუნდებიან საქართველოს ფარგლებში”, – აღნიშნა ილია მეორემ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რომელი ადგილი ენატრება ყველაზე მეტად აფხაზეთში, უწმინდესმა უპასუხა, რომ სოხუმი და გულრიფში ენატრება.

banner
წინა სტატიაში“SOS! ვიწყებთ მასშტაბურ გამოკითხვას, ენდობა თუ არა ხალხი NDI-ის და IRI-ის. მომავალი კვირიდან! საქართველოს ყველა დიდ ქალაქში–ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატია,,ლარი – ოცნების მესაფლავე,,