ჩვენ გვემუქრება ძალიან დიდი და სასიხარულო ეკონომიკური ზრდა

საზოგადოებამ ხელისუფლების არჩევის უფლება დაიბრუნა

ჩვენ გვემუქრება ძალიან დიდი და სასიხარულო ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში განაცხადა .

“ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ის პირობები, რაც შექმნილია ეკონომიკური ზრდისთვის ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად გამოიღებს შედეგს. გარე ფაქტორებიც თანხვედრაში მოვა, ეს რამდენიმე თვის ამბავია და აუცილებლად ჩვენ მივიღებთ ძალიან დიდ და ოპტიმისტურ ეკონომიკის ზრდას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეკონომიკა მზარდი ტემპებით გაიზარდოს და ეს ძალიან სწრაფად მოხდება.
“დაველოდოთ მოვლენებს და კიდევ ერთხელ ვარწმუნებ მოსახლეობას – განეწყვეთ ოპტიმიზმით! ჩვენ გველოდება, თუ გნებავთ, გვემუქრება, ძალიან დიდი და ძალიან სასიხარულო ეკონომიკის ზრდა. განწირული ვართ იმისათვის, რომ ჩვენ აუცილებლად წარმატებულ ქვეყნად დავრეგისტრიდეთ და დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა და აქ არ გავჩერდები
შემდეგი სტატიაუკრაინაში გაზეთ “Нетишинский вестник”-ის მთავარი რედაქტორი ოლგა მოროზი გარდაცვლილი იპოვეს