“ჩვენ არ გვაქვს უფლება უკრაინელ ხალხს იმედები გავუცრუოთ”- მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე Skype-ით ჩაერთო

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

 

ამ წუთებში “ნაციონალური მოძარობის” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც Skype-ით ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი და განმარტა მისი ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საკითხები.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ოდესა დღევანდელი უკრაინის პირობებში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული რეგიონი, მისი წილი უკრაინის საერთო ეკონომიკაში 30% -ია. ეს არი ერთად-ერთი გასასვლელი ზღვაზე და რომ ოდესაში წარმატებული რეფორმები ნიშნავს უკრაინაში რეფორმების შეუქცევადად განხორციელებას.

მიხეილ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის თანამდებობა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სთხოვა, მან მიიღო ეს გამოწვევა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ოდესაში წარმატებული რეფორმები არის უკრაინის და შესაბამისად საქართველოს გამართლება.

“მე გაცილებით უფრო რთულ სიტუაციებში არ გამიხედია უკან და უარი არ მითქვამს გამოწვევის მიღებაზე, აქ უკრაინის მოსახლეობაში არის საოცარი რწმენა და იმედი ჩვენი, რომ შევძლებთ რეფორმების ჩატარებას, ჩვენ არ გვაქვს უფლება უკრაინელ ხალხს იმედები გავუცრუოთ.” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას ეს საკითხი მეორე ხარისხოვნად მიაჩნია, რადგან დღეს უმთავრესი საკითხი, რაც დღის წესრიგში დგას არის უკრაინის გამარჯვება და ჩვენი საერთო მტრის პუტინის რუსეთის დამარცხება.

banner
წინა სტატიაშიიგორ კოლომოისკი: სააკაშვილი ოდესას რუსეთს ჩააბარებს
შემდეგი სტატია,,ავრორა,, რუსეთისათვის აწი აღარ გაისვრის…