“ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის, რომ დაშვებული შეცდომების გამეორების ფუფუნება არ აქვს”

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისდ კონფერენციას დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ფრონტის პირა ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა გამოწვევაა. უსაფთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.

“ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ძალიან ბევრი ცვლილები განხორციელდა. ჩვენმა ქვეყანამ, ხელმძღვანელობამ, ძალიან კარგად იცის, რომ არ აქვს იმის ფუფუნება, დაშვებული შეცდომები გაიმეოროს. გასულ წელს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, რომელიც საქართველოს ევროპისკენ მიმართულებას და არჩევანს უსვამს ხაზს. მოსახლეობის კეთილდღეობისთვის რეფორმები გატარდა ჯანდაცვის სისტემაში, რათა უფრო ჯანმრთელი თაობა გვყავდეს. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ სტუდენტებს, რომ საზღვარგარეთ მიიღონ განათლება, რათა საქართველოს უკეთ გამოადგნენ და ემსახურონ. ასევე დავიწყეთ მასშტაბური კამპანია С ჰეპატტიტის შესახებ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური – ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ რესპუბლიკელები მლანძღავენ
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო – იაცენიუკსა და სააკაშვილს შორის პირადი კონფლიქტი არ არსებობს