„ჩვენი ხელისუფლება არის მშიშარა, ღარიბაშვილი როგორი კახელი კაცია?!…”

პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კახელი მევენახეები მათი პრობლემის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულობენ.

როგორც გადაცემა „არჩევანში“ ერთ-ერთმა მევენახემ განაცხადა, საქართველოს მშიშარა ხელისუფლება ჰყავს, რომელის ხალხთან შეხვედრას ვერ ბედავს.

„ჩვენი ხელისუფლება არის მშიშარა. ღარიბაშვილი როგორი კახელი კაცია, თუ გაჭირვება არ გამოუცდია. მათხოვარი მაინც არ დაუნახია? გამათხოვრებული გაგვხადა ხალხი. მის ხელში სიღარიბე გველოდება. სად არის ბატონი ივანიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ როგორ შეიძლება რქაწითელი ლარზე ნაკლები უნდა იყოსო. რატომ არ გვხდებიან? რა აშინებთ, იარაღით კი არ ვარ გამოსული“, – ამბობს ერთ-ერთი მევენახე.

banner
წინა სტატიაშიმიგანტებთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი დაინიშნა
შემდეგი სტატია,,გიორგი კმაყოფილი ხარ იმით რაც ხდება სტუდიაში”?!