„ჩვენი შვილები უნდა იცნობდნენ ჩვენი დროის გმირებს!..“ – ირაკლი ღლონტი

irakli glonti

„მინდა პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, რომელიც ოკუპანტის წინააღმდეგ უთანასწორო ომში გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ზაზა დამენია. ის ჩვენი, დამოუკიდებელი საქართველოს გმირია და ვიდრე ქართული სახელწიფო იარსებებს, ზაზას სახელი ყველა ეროვნული გმირის სახელთან ერთად უკვდავყოფილი იქნება.“ – „რეფორმატორების“ლიდერმა 2004 წლის 16 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში გმირულად დაღუპული კაპრალის, ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგო და 5 წლის შვილთან ერთად ოზურგეთში ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.
„არ არსებობს ქართული ოჯახი, რომელსაც რაიმე ფორმით მაინც არ შეხებოდა რუსეთის აგრესია, საბოტაჟი, დივერსია და ეროვნულ ნიადაგზე დამცირება. წლების მანძილზე რუსეთის აგრესიის შედეგად გვყავს დაღუპულები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენში ერთი წუთითაც არ განელებულა ქვეყნის მთლიანობისა და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის ჟინი.

სწორედ ამიტომ, აქ მოვედი ჩემს 5 წლის ნიტასთან ერთად. ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ ქვეყნისთვის თავგანწირული გმირების შესახებ, ისინი უნდა იცნობდნენ ჩვენი დროის ეროვნული გმირების სახელებს.“

„რეფორმატორების“ ლიდერმა ხელისუფლებას ქვეყნის დეოკუპაციის საკითხით გააქტიურებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის რუსეთთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების წინააღმდეგია. „მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ კიდევ უფრო მეტად იზრუნოს და იმუშაოს საქართველოს დეოკუპაციის სახითხზე, გაააქტიუროს და აქტუალურად აქციოს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მოქმედებები. ჩვენ „რეფორმატორები“ არ ვაპირებთ რუსეთთან ურთიერთობის ახალი ფურცლით დაწყებას.“ – განაცხადა ღლონტმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანელი გენერალი რუსეთში არ შეუშვეს
შემდეგი სტატიადოიჩე ველე: ბორის ნემცოვს სხვადასხვა იარაღიდან ესროლეს