“ჩვენი მოტივაცია ქვეყნის შენებაა და არა ის, თუ სად შეიკრიბება 50 გაბოროტებული ადამიანი”

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ საპოტესტო აქციაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სიტყვის თავისუფლება ყველას აქვს, თუმცა, ხელისუფლება პროვოკაციას არ დაუშვებს.

“ჩვენ ვაშენებთ რეალურ დემოკრატიას ქვეყანაში. მათი უფლებაა, ჩაატარონ აქცია და მათ მიერ დატოვებულ პრობლემებზე ახლა ისაუბრონ. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ დღეს ქვეყანაში დამატებით გვყავს 25 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, გვაქვს 150-მდე დაკარგული სოფელი; ბანერები რომლებზეც ვსაუბრობთ და დაკარგული ტერიტორიები არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის „დამსახურება“. ასობით ჩვენი დაღუპული ჯარისკაცი და მოქალაქე და მთელი სტრატეგიული ობიექტების გასხვისება რუსებზე არის მათი დამსახურება. ეს არის რეალობა და ამას სჭირდება გაპროტესტება. 500 კაცი იქნება თუ – 50, შეუძლიათ შეიკრიბონ და გააპროტესტონ, რაც უნდათ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას და შევუქმნით ჩვენს შვილებს უკეთეს მომავალს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, საზოგადოების წევრებმა ე.წ მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია – Stop Russia დასრულდა
შემდეგი სტატია“გთხოვთ, მოგვისმინოთ და დაემორჩილოთ ჩვენს მიერ დაწესებულ წესებს”