„ჩვენი მიზანია, გავუზიაროთ უკრაინას საქართველოს გამოცდილება“

„ჩვენი მიზანია, გავუზიაროთ უკრაინას საქართველოს გამოცდილება,“ – ამ განცხადებას საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი რუსთავი2- თან საუბრისას აკეთებს.

ადეიშვილი განმარტავს, თუ რა დახმარებას უწევენ საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრები უკრაინის მოქმედ მთავრობას.

„ჩვენი ჯგუფის მიზანი არის ის, რომ დავეხმაროთ უკრაინას და გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოში იყო კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასთან მიმართებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ანტიკორუფციული საკანონმდებლო პაკეტების შემუშავება. ასევე ჩვენ ვატარებთ რეფორმებს პროკურატურაში, სადაც შეიქმნა ანტიკორუფციული სამსახური, სადაც ჩვენი ყოფილი თანამებრძოლები არიან დასაქმებულები,“ – აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.

banner
წინა სტატიაში„უახლოეს პერიოდში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის დეგრადირება ან კოლაფსი მოხდება“ – ზურაბ ადეიშვილი
შემდეგი სტატია„აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა“ – ზურაბ ადეიშვილი