“ჩვენი მთავრი ამოცანაა რეგიონებში პროცესები განსაკუთრებით გავააქტიუროთ,” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

“ჩვენი მთავრი ამოცანაა, განსაკუთრებით გაავაქტიუროთ რეგიონებში პროცესები, უფრო მეტი აქტივობა იყოს რეგიონში და ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერმინისტრი ბიზნეს სექტორის წარმოამდგენლებს ხვდება. შეხვედრა გუდაურში სასტუმრო “მარკო პოლოში” მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს მცხეთა-მთიანეთის განვითარების პერსპექტივებს აცნობს.

პრემიერის განცხადებით, რეგიონებში არსებული რესურსები გამოყენებული უნდა იყოს, რაშიც ბიზნესექტორის დამხარებაცაა საჭირო. მისი თმით, იგეგმება, სადაც საჭიროებაა ძეგლების აღდგენა მოხდეს.

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, საინვესტიციო პროექტების საერთო ჯამური ღირებულება 60-65 მილიონ ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიქართული დელეგაცია ბრიუსელში ჯეიმს აპატურაის შეხვდა
შემდეგი სტატია„სამარცხვინო აურზაური მარგველაშვილის გამოსახლებაზე დაკავშირებულია ივანიშვილის ინტერესებთან,” – გიორგი გუგავა