“ჩვენი ინტერესია დადგინდეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან” – ეკა ბესელია ჰააგის სასამართლოს განცხადებაზე

ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების თემაზე კომენტარები დილიდან კეთდება პარლამენტში.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პროკურორთან.

“ჩვენი ინტერესია დადგინდეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, რადგან შეილახა ქვეყნის, სუვერენული უფლება, მოქალაქეების უფლებები და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, მეორე მხარესაც აქვს თავისი პოზიცია, ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე პროკურორმა დაასკვნა, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი.

banner
წინა სტატიაში„დადგა დრო, ჰააგის პროკურორმა გადაწყვეტილება მიიღოს, ჩაებმება თუ არა გამოძიებაში”- თეა წულუკიანი აგვისტოს ომზე
შემდეგი სტატიაქობულეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან