“ჩვენი ვალდებულებაა და არა “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი, რომ წინ აღვუდგეთ ბიძინა ივანიშვილის მცდელობას, ჩაახშოს ქვეყანაში ის ინსტიტუტები, რომელიც მას ხელს უშლის”

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი არ არის ხელს, შევუშლით თუ არა ივანიშვილის არაკონსტიტუციურ ქმედებებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ “რუსთავი 2”–ის კოლექტივის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2” საკუთარი ძალებით დაიცავს თავს.

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების სრული უფლებაა, თავად განსაზღვროს, თუ როგორ დაიცავს თავის შენობას და ტერიტორიას. ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების უფლება, ვალდებულებაა და არა “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი, რომ წინ აღვუდგეთ ბიძინა ივანიშვილის მცდელობას, ჩაახშოს ქვეყანაში ის ინსტიტუტები, რომელიც მას ხელს უშლის. ჟურნალისტების გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული, ხელს შევუშლით თუ არა ივანიშვილის ასეთ არაკონსტიტუციურ ქმედებებს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, როგორც გიგა ბოკერიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე შესვალმდე განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” საჯაროდ აცხადებდა, რომ ძალით “რუსთავი 2”-ის წართმევას ფიზიკურად წინ აღუდგებოდა მანიფესტაციით.

“ეს იყო ცნობილი დიდი ხანია და ეს პოზიცია დღესაც არის ძალაში. დიდი ხანია გვაქვს საუბარი როგორ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, კერძოდ, როგორ შევებრძოლოთ ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევით, ძალადობით “რუსთავი 2”-ის ფიზიკურად ხელში ჩაგდების შემთხვევაში. ამ დისკუსიისას ყველა ვარიანტი განიხილება ამ შენობის და ტელეკომპანიის დაცვისთვის. რაც შეეხება “ბოევიკებს”, ყველასთვის ნათელია, რომ აქ შეიარაღებულ ხალხზე კი არ იყო საუბარი, არამედ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ, ჩვენი მანიფესტაციით წინააღდეგობა უნდა გავუწიოთ იმას, რასაც გეგმავს ივანიშვილი და რასაც, იმედია, გადაიფიქრებს”, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, მანამდე უკრაინული “ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებული საუბარი არის ბოდვა და ფაბრიკაცია.
“ის საუბარი არის ბოდვა და ფაბრიკაცია. რაც შეეხება ამ საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ არ მახსოვს, რადგან ხშირად მიწევს ჩემს კოლეგებთან საუბარი, ამის შინაარსს ვადასტურებ. რაც შეეხება იმ ბოდვას, რომ ჩვენ უნდა მოგვეკლა ვიღაც ადამიანი, ეს არის ის მიმართულება, რა მიმართულებითაც თავიდანვე ივანიშვილის რეჟიმმა დაგეგმა, რომ წაიყვანოს პროცესები, შეშინდეს ხალხი და ჩვენ დაგვაბრალოს ძალადობის პროვოცირება, რომ ვითომ ვიღაცას ვესხმოდით თავს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებას და ამ უფლების წითელი ხაზი დღეს გადის “რუსთავი 2″-ზე”, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, განიხილებოდა ყველა ვარიანტი, რომლითაც ხელს შეუშლიდნენ ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ქმედების განხორციელებას, “რუსთავი 2”-ის ხელში ჩაგდების თაობაზე.
“რაც შეეხება ბარიკადებს, არანაირი ბარიკადები ტელეკომპანიის წინ არ არის. თუ ივანიშვილი ხელს არ აიღებს ძალადობრივი ქმედებებისკენ, მათ მშვიდობიანი მანიფესტაციით დავუპირისპირდებით. ჩვენი ამოცანა ეს არის რომ მოხდეს და ხელი აიღოს მან ამის მცდელობაზე. თუ თვლის, რომ მე ვარ “ბოევიკი”, მე ვარ მოქალაქე, რომელიც ვიბრძოლებ თავისუფლებისთვის”, – განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება ბარიკადების აღმართვას, ბოკერიას თქმით, ასეთი უფლების რეზერვაციას ახდენდნენ.
“ჩვენ ბარიკადები არ აღგვიმართია, თუმცა ასეთი უფლების რეზერვაციას ვახდენდით. იქ სადაც ხელისუფლება გადაგმას ნაბიჯებს ტირანიისკენ, მოქალაქეებს არა მარტო უფლება აქვთ, არამედ ვალდებულება აქვთ დაიცვან თავის თავისუფლება”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს (+ვიდეო)
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა