„ჩვენი დღევანდელი დემოკრატიის კონსოლიდაციის აქილევსის ქუსლი პროკურატურაა,” – ირაკლი ალასანია

alasania

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს ეხმაურებიან პოლიტიკოსები. ოპონენტები ამ მონაცემებს არ ენდობიან.

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, საზოგადობას აქვს განცდა, რომ მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რათა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი იყოს უზრუნველყოფილი.

„ჩვენი დღევანდელი დემოკრატიის კონსოლიდაციის აქილევსის ქუსლი არის პროკურატურა, რომელიც პირდაპირ არის დამორჩილებული დე ფაქტო პრემიერის ივანიშვილის ნებას“, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა უარყოფითად აისახება ტურიზმზე და ზოგადად ეკონომიკაზე.

„არავინ ჩადებს ქვეყანაში ფულს, სადაც შესაძლოა არსებობდეს სიცოცხლის საფრთხე“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში“დანაშაულის კლების პროცენტული მაჩვენებელი 15 პროცენტია,” – ლევან იზორია
შემდეგი სტატია,,ოკუპანტებო გაეთრიეთ,, – ბელორუსები ,,ღამის მგლებს,, პლაკატებით დახვდნენ