“ჩვენი ბიჭები ისევ საქართველოში მშვიდობის დაცვისთვის იღუპებიან“

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გვიან ღამით აფხაზეთის ომსა და უშუალოდ სოხუმის მისადგომებთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

თინა ხიდაშელი გენერალური შტაბის უფროსთან ერთად ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

„22 წელი გვაშორებს იმ ტრაგიკულ დღეს და ჩვენი ბიჭები ისევ სამშობლოს დაცვისთვის, საქართველოში მშვიდობის დაცვისთვის იღუპებიან,“-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში ზუსტად 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიადაკავება ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის-პოლიციამ რამდენიმე სახის ნარკოტიკი ამოიღო