ჩეჩნეთში “სევერის” ხელმძღვანელის მოადგილე მოკლეს

ჩეჩნეთში

ჩეჩნეთში "სევერის" ხელმძღვანელის მოადგილე მოკლესბატალიონ “სევერის” მეთაურის მოადგილე მუსა ლიუბოვი და მისი მეუღლე გროზშოში დაცხრილულები იპოვეს – ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

“წყვილი ხუთშაბათს საკუთარ სახლში გროზნოში მოკლულები იპოვეს. დანაშაულის ადგილზე მაკაროვის ტიპი იდო, რომლისგანაც სავარაუდოდ, გასროლა მოხდა. ორივეს დაღუპულს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება” – აცხადებენ სამართალდამცავები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილი ლიუბოვის ძმისშვილია.

ადრე დაჯგუფების მეთაურის მოადგილე ზაურ დადაევი იყო, რომელიც რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის არის დაკავებული. კიდევ ერთი მეთაურის მოადგილე რუსლან გერემეევია, რომელიც არაოფიციალური მონაცემებით, შესაძლებელია კავშირში იყოს ნემცოვის სიკვდილთან, თუმცა გერემეევი ოფიციალურად არ იძებნება.

დაჯგუფება “სევერი” დაახლოეით 700 მეომრისგან შედგება. 2015 წლის მაისამდე მისი მეთაური ალიბაკ დელიმხანოვი იყო, რომელიც რუსეთის დუმას დეპუტატის ადამ დელიმხანოვის ძმაა. ანალოგიური ბატალიონის “იუგის” მსგავსად “სევერი” ერდარერთი გაერთიანებაა რუსეთში, რომელიც ეთნიკური ნიშნით არის დაკომპლექტებული.

banner
წინა სტატიაშილევან გვაზავას ინგოროყვას კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება
შემდეგი სტატიაფეისბუქმა რეკორდული ნახვა დააფიქსირა