ჩეჩნეთში ნემცოვის მკვლელობის გამო დაკითხვები დაიწყება

ტელეკომპანია ТВЦ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მოკვლა დეტალურად არის აღბეჭდილი

ჩეჩნეთში ნემცოვის მკვლელობის გამო დაკითხვები დაიწყებარუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი უახლოეს პერიოდში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ჩეჩნეთში დაიწყებს გამოძიებას – ამის შესახებ რუსული მედია წერს.
როგორც ინფორმაციის წყარო ამბობს, პირველ რიგში დაიკითხებიან ეჭვმიტანილი ბატალიონის “სევერ” მეომრები, მათი ახლობლები და ოჯახის წევრები.

რამდენიმე ხნის წინ საგამოძიებო კომიტეტმა ჩეჩნეთს “ნემცოვის საქმეზე” მიმართვა გაუგზავნა, მათ შორის რუსლან მუხუდინოვის და რუსლან გერემეევისთვის უწყება გაუგზავნა, თუმცაღა, შედეგი არ დამდგარა. “უკვე დანამდვილებით დამტკიცებულია, რომ რუსლიკი, რომელზეც დადაევი საუბრობდა თავის ჩვენებებში, ეს მუხუდინოვია. მასზე გარკვეული მასალები უკვე დაგროვდა საქმის ფიგურანტებისგან, გარკვეული მასალები კი ექსპერტებმა მოგვცეს” – ამბობს ინფორმაციის წყარო საგამოძიებო კომიტეტიდან.

ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს მიმდინარე წლის 27 თებერვალს მოკლეს. პოლიტიკოსის მკვლელობასთან დაკავშირებით უკვე დაკავებულია 5 ადამიანი. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის შემსრულეებლი ჩეჩენი დადაევი იყო.

banner
წინა სტატიაშიგააზიარებს თუ არა Apple სექსზე მონაცემებს
შემდეგი სტატიამერკელი მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით თურქეთში ჩავიდა