“ჩემ პირად ცხოვრებას ეხებიან” – ასე გამოეხმაურა ლადო სადღობელაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერს

lado

“ჩემ პირად ცხოვრებას ეხებიან,” – ასე გამოეხმაურა ლადო სადღობელაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერს, რომელიც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს გამოაქვეყნა. ჩანაწერში ასახულია ვითარება, როდესაც ლადო სადღობელაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ესაუბრება და მათგან მითითებებს იღებს.

სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი პროკურატურაში ჩივილს გეგმავს.

“მე ვაპირებ შევიტანო სარჩელი პროკურატურაში. ამის შემდეგ შემაწუხეთ და უფრო კონკრეტულად ვილაპარაკებ ამ ჩანაწერზე. ისინი ჩემს პირად ცხოვრებას ეხებიან, გამოამზეურეს ჩემი მისამართი. უნდა დაისაჯოს ისიც, ვინც ეს ჩანაწერი გააკეთა და ვინც ეს გაასაჯაროვა. ახლა რა ვქნა, ყველამ იცის ჩემი მისამართი და რომ მომადგეს მთელი სანაცეთი და ხელყონ ჩემი სიცოცხლე, მერე პასუხი ვის მოვთხოვოთ? ამიტომ ვიკავებ ყველანაირად თავს,” – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ექსპერტ ჩაჩუას მიმართ გამოტანილ განაჩენზე განცხადება გაავრცელა
შემდეგი სტატიაჩაჩუას საქმე იყო ფაბრიკაცია – აცხადებს გიგი წერეთელი