ჩემ მიერ ჩატარებულმა ვიზალიბერალიზაციის რეფორმამ ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა,”

საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება

ცულუკსაემიგრაციო პოლიტიკის რეფორმაზე იუსტიციის მინისტრი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს, რომელმაც ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ქვეყანაში ტურიზმის შემცირება და ლარის გაუფასურება სავიზო რეჟიმის გამკაცრებას დაუკავშირა და მას გაუაზრებელი რეფორმა უწოდა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ მის მიერ ჩატარებული საემიგრაციო პოლიტიკის რეფორმა ქვეყნისთვის წარმატებული იყო.

„ჩვენ გვაქვს ის საემიგრაციო პოლიტიკის რეფორმა, რომელიც აუცილებელია საქართველოს წარმატებისთვის მაისში რიგის სამიტზე. აქედან გამომდინარე, ამ პოლიტიკის კრიტიკა, რა თქმა უნდა, შეიძლება იმიტომ, რომ უხარვეზო და უმტკივნეულო არც ერთი მასშტაბური რეფორმა არ არის, მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს რეფორმა წარმატებით შეაფასეს ბრიუსელში და სწორედ ამ საკანონმდებლო რეფორმის დამსახურება და წყალობაა, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის პირველი ფაზა წარმატებით დაგვიხურა,” – ამბობს იუსტიციის მინისტრი და დასძენს, რომ ამ პოლიტიკის წარმატებას საკუთარ დამსახურებად დიდი სიამოვნებით ჩათვლის.

“რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ ეს რეფორმა ვინმეს ბრალია, ეს თუ ჩემი ბრალია, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩემი ბრალია, იმიტომ, რომ ამ ჩემმა რეფორმამ, რომელშიც ძალიან ბევრი სხვა უწყებაც იყო ჩართული, ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა. ამიტომ მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვიბრალებ ამ რეფორმას იმიტომ, რომ იყო ქვეყნის დიდი წარმატება,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშილარი გაუფასურებას განაგრძობს
შემდეგი სტატიაუკრაინის ომის შედეგები – ფოტოკოლაჟი (+18)