“ჩემი ძმა მოკვდა წამებით, სახელმწიფომ უნდა აღიაროს დანაშაული”- 13 ივნისს დაღუპული გაბიტაშვილის ძმა

სტიქიის ღამეს ახალ გზაზე დაღუპული 40 წლის დავით გაბიტაშვილის ძმა პროკურატურაში სარჩელის შესატანად ემზადება. მისი თქმით, მას უკვე შეკრებილი აქვს გარემოებები, რომლის გამოც 13 ვნისის ღამეს გზა უნდა გადაეკეტათ, რითიც ტრაგედიის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.

ახალდაბაში მეწყერის ჩამოწოლის, სვანიძის ქუჩის დატბორვის, 112-ში შესული ზარების შემდეგ გაბიტაშვილის თქმით, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებებს გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიეღოთ.

ბოლო სატელეფონო ზარების მიხედვით დავით გაბიტაშვილი ახალ გზე ღამის პირველის ნახევარზე მოხვდა, კავშირი კი მასთან 00 საათსა და 46 წუთზე გაწყდა.

დავით გაბიტაშვილის ცხედრის პოვნა სტიქიიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ მზიურის ტერიტორიაზე მოხერხდა. მისივე კუთვნილი მანქანისგან მოშორებით.

პროკურატურის გარდა ლაშა გაბიტაშვილის მოთხოვნას კიდევ ერთ ადრესატი ჰყავს – პრემიერი. ძმის სიკვდილის შემდეგ გაბიტაშვილი გარდაცვლილის ორი მცირე წლოვანი შვილისთვის კომპენსაციას ითხოვს. მისი თქმით, სახელმწიფომ მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში თნხის განსაზღვრის წესით უნდა იხელმძღვანელოს.

საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ზარალის ანაზღაურების წესში დაღპულების ოჯახზე საუბარი საერთოდ არ არის.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანიას საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დასრულდა
შემდეგი სტატიაქუთაისში 7 წლის ბავშვი გველმა დაკბინა