“ჩემი პატიმრობა პრემიერმა მოითხოვა,” – გიორგი ოქროპირიძე

“მრგვალ ბაღში წყდება, ვინ უნდა გაუშვან და ვინ – არა, ჩემი პატიმრობა პრემიერმა მოითხოვა,” – ეს განცხადება ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ გააკეთა.

მას დღეს სასამართლომ სხვა საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“პრემიერ მინისტრი გამოვიდა და დაავალა მათ, რომ მე საპატიმრო არ დამეტოვებინა. მან თავის განცხადებაში თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ მე ციხიდან არ გამოვსულიყავი. ესეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. საქართველოს მართლმსაჯულება თურმე წყდება მრგვალ ბაღში, იქ იღებენ როგორც ჩანს გადაწყვეტილებას ვინ გაუშვან და ვინ დაიჭირონ,” – აცხადებს ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი გუშინ წაუყენა დღეს კი ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
შემდეგი სტატიარა აკავშირებს პრემიერ-მინისტრს თემურ ალასანიასა და ირაკლი კოდუასთან?!