ჩემთვის მფლობელს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო

არ ვთვლი, რომ აუცილებელია მთავრობის წევრების დასწრება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს“რუსთავი 2-ის მფლობელის ვინაობა წლების განმავლობაში ჩვენთვის იყო აბსოლუტურად უცნობი. არც გვაინტერესებს არავის, ვისი არის ეს ტელევიზია, ან ვისი გახდება. ჩემთვის მთავარია ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში. ჩემთვის მფლობელს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს. მეც და ნებისმიერი მოქალაქეც ასე ვფიქრობთ. ეს არ ეხება მხოლოდ ტელევიზას, საწარმოს, სახლს თუ სხვას, რომელიც ასობით და ათასობით აქვთ წართმეული, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და არა ჩვენი ჩარევით, ამიტომ ამ პროცესს ჩვენ აბსოლუტურად გავემიჯნეთ თავიდან. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის დავა სააკაშვილსა და ტელევიზიის ყოფილ მფლობელს – ქიბარ ხალვაშს შორის,” – აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკილაძის მორიგი სკანდალური პოსტი
შემდეგი სტატიაჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება დავიცვათ და უზრუნველვყოთ