ჩამოვარდნილი A320-ის პილოტს თვითმფრინავის განადგურება ქონდა მიზნად

11086029_973551682657686_1932000159_nმარსელის პროკურორმა ბრის რობენმა განაცხადა, რომ ალპებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მეორე მფრინავს თვითმფრინავის განადგურება ჰქონდა მიზნად. ბორტის თვითჩამწერებმა აჩვენეს, რომ ის იქამდე აკონტროლებდა დაშვებას, სანამ დაჯახება არ მოხდა.

„შავი ყუთის“ მონაცემების მიხედვით, მეორე პილოტი დაჯახების მომენტამდე ცოცხალი იყო.
რობენის თქმით, პირველი პილოტი რატომღაც კაბინის გარეთ აღმოჩნდა და უკან დაბრუნება ვერ შეძლო. პროკურორის თქმით, ზუსტად ამ დროს დაიწყო თვითმფრინავის დაშვებაც.
მეორე პილოტს ანდრეას ლუბიცი ერქვა – მისი სახელი დღეს პირველად გაჟღერდა.
შავი ყუთის ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ ლუბიცის კოლეგა კაბინაში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ კარების გაღება ვერ მოახერხა, რადგანაც კარები ლუბიცს უკვე ჩაკეტილი ჰქონდა.
ამ დროიდან მეორე პილოტი თვითმფრინავს თვითონ მართავს და იწყებს დაშვებას – დაამატა პროკურორმა.
კაბინის გარეთ დარჩენილი პილოტი თავდაპირველად მშვიდად აკაკუნებს კაბინის კარზე, მაგრამ პასუხს არ იღებს. შემდეგ ის კარებზე ბრახუბს იწყებს – პასუხი მაინც არ არის. შემდეგ ისმის თუ როგორ ცდილობს ის კარების შემტვრევას.
ჯერჯერობით მეორე პოლოტის ტერორისტებთან რაიმე სახის კავშირი არ დადასტურებულა. ამასთანავე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა მოტივი ამოძრავებდა მას.

 

 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“მოღალატეთა” ჯგუფი პრემიერს პასუხობს
შემდეგი სტატიაენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებას წელს არ ვარაუდობს