შუახევში მოკლულია 20 წლის მამაკაცი

ბათუმში 53 წლის მამაკაცი მოკლეს

შუახევში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 20 წლის მამაკაცი. შემთხვევა შუახევის მუნიციპალიტეტის ცენტრში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი შელაპარაკებას მოჰყვა. გარდაცვლილს ჭრილობა მუცლის არეში დანით აქვს მიყენებული.თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდა სავადმყოფომდე საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა მისი გარდარჩენა ვეღარ მოხერხდა.როგორც ,,ბათუმელები“ წერს, საავადმყოფოში ექიმის არყოფნის გამო ახალგაზრდა სისხლისგან დაიცალა.მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.როგორც  შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

მომხდარის გამო შუახევში ვითარება დაძაბულია, გარდაცვლლის ოჯახის ახლობლებს ცენტრალური გზა აქვთ ბლოკირებული, ისინი ექიმებს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.

 

banner
წინა სტატიაშიქართველი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ჩართულობა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, აუცილებელი არ იყო–კახი კალაძე