შტაინმაიერის მოულოდნელი ვიზიტი ავღანეთში

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს, 30 აგვისტოს მოკლევადიანი ვიზიტით ავღანეთის პრეზიდენტთან აშრაფ განისთან და ავღანეთის მთავრობასთან შესახვედრად ჩავიდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შტაინმაიერის ვიზიტი არ იყო აფიშირებული.
ვიზიტის დასაწყისში გერნელმა მინისტრმა ეროვნული შერიგება ერთადერთ გონიერ ნაბიჯად დაასახელა კონფლიქტის შესაწყვეტად, რომელიც უკვე ათეულობით წლებია გრძელდება.
“უნიკალური შანსი, რომელიც დაწყებული მშვიდობიანი მოლაპარაკებეით არის შექმნილი, არ უნდა იქნეს ხელიდან გაშვებული” – განაცხადა მინისტრმა.
გინდუკუშში აპრილიდან სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა: გახშირდა ტერაქტები და თავდასმბემები თალიბების მხრიდან.
აგვისტოს შუა რიცხვებში კი მათ გერმანიის მოქალაქე გაიტაცეს, რომლიც განვითარების დახმარების პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ავღანეთში.
შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ბერლინი ქაბულის მხარდაჭერას გააგრძელებს მას შემდეგაც, რაც ბუნდესვერის ბოლო ნაწილებიც დატოვებენ ავღანეთს. “ავღანელებს გერმანიის მხრიდან სოლიდარობის იმედი უნდა ქონდეთ” – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“ტერასა 360”-ში ლიფტის მოწყვეტის შედეგად 4 პირი მძიმედ დაშავდა
შემდეგი სტატიაკიევმა დაასახელა რაიონები, სადაც არჩევნები არ ჩატარდება