„შს სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს, რომ იური ვაზაგაშვილის საქმე ბოლომდე მივიდეს და დამნაშავე დაისაჯოს“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმე პროკურატურას აბარია და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

თალაკვაძემ კომენტარი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში დნმ-ის კიდევ ერთი ფრაგმენტის აღმოჩენის შესახებ გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ ეს არის პროკურატურის პრეროგატივა. მათ უნდა გააკეთონ კომენტარები. თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენი სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს და თანამშრომლობს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს და დამნაშავე დაისაჯოს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

20 იანვარს სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 14 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარმა პროკურატურამ გამოძიების მსვლელობისას საქმეზე პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი 7 თებერვალს დააკავა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს
შემდეგი სტატია“ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის”