შს სამინისტროდან გათავისუფლებულ პოლიციელს რუსლან ბაზიაშვილს დაკითხავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა

თბილისის პროკურატურაში შს სამინისტროდან გათავისუფლებულ პოლიციელს რუსლან ბაზიაშვილს დაკითხავენ, რომელიც გივი თარგამაძესთვის დაცული ინფორმაციის სისტემატურად მიწოდებაშია ბრალდებული.
ბაზიაშვილი ქალაქის პროკურატურაში 12:00 საათზეა დაბარებული. ბაზიაშვილის გათავისუფლების მოტივი ის გახდა, რომ იგი შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას გივი თარგამაძეს აწვდიდა.
გამოძიების ინფორმაციით, რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა ”დიჯიპასის” მეშვეობით,  სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა.
შსს-ს ცნობით, შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა გივი თარგამაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სატესტო სისტემა ხვალიდან ამოქმედდება.