შს მინისტრი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას შეხვდა

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მოადგილეებთან ერთად, საპატრულო პოლიციის რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებს შეხვდა.

მინისტრმა მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი წარუდგინა.

მინისტრმა სამუშაო შეხვედრისას საპატრულო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და არსებული პრობლემები განიხილა. გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის რეგიონების სამმართველოების ხელძღვანელებს დავალებები მისცა და ყურადღება დეპარტამენტის გამართულ მუშაობასა და კანონდარღვევის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაზე გაამახვილა. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და საპატრულო პოლიციამ კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას წარმატებება უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

banner
წინა სტატიაშიკვამლით დაფარული ბორნიდან 544 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა
შემდეგი სტატიასაბჭოთა კავშირის ბელადის იოსებ სტალინის აგარაკი ახალ ათონში