შს მინისტრი ოკუპანტების მიერ სოფელ ქურქუსანიდან მამაკაცის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ქურქუსანიდან გია სოლოშვილის გატაცების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს და მას იმედი აქვს, რომ გატაცებული ოჯახს მალე დაუბრუნდება. ეს განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“ეს პრობლემა არ დამდგარა არც დღეს და არც გუშინ, ყველას კარგად მოგვეხსენება, უკვე წლებია ხდება ადამიანების გატაცება. ახლა მუშაობენ, ჩვენი ანალიტიკური სამსახურია ჩართული, ასევე არა მარტო ჩვენი სამინისტრო, დღესაც გაიმართა ერგნეთში მოლაპარაკებები და იმედია გადმოგვცემენ ჩვენს მოქალაქეებს,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაში„შეტევის მიზანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენებაა,“ – ვანო მაჭავარიანი
შემდეგი სტატია„თენგო ერისთავის დაკავება პროცედურული დარღვევებით მოხდა“