შს მინისტრის მოადგილე ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფს შეხვდა

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფს შეხვდა. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ნატოს შემფასებელთა ჯგუფი საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ფარგლებში, დაგეგმვისა და მიმოხილვის (PARP) დოკუმენტის განხილვის მიზნით არის ჩამოსული.
მინისტრის მოადგილემ სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროებისა
და უსაფრთხოების დანაყოფების გამოყოფის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა და სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები და მიმდინარე პროცესები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაში,,სახეცვლილება იმიჯის ლოგოზე მიანიშნებს იმაზე, რომ ახალ ეტაპზე გადავდივართ”
შემდეგი სტატიაჩინელი მწერალი: მაქსიმალურად ვცდილობ ჩინეთის მოსახლეობას გავაცნო ქართული ღვინის კულტურა