შსს-ს წარმომადგენლებს მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

ინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, ყველა დეპარტამენტიდან სპეციალურად შერჩეულმა სპიკერებმა მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარეს.
შსს-ს წარმომადგენლებს მედიასა და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა და ტრენერმა გიორგი კალატოზიშვილმა ჩაუტარა.
სამინისტროს ცნობით, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ინტენსიურად აშუქებს უწყებაში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. აქედან გამომდინარე, მედიასთან ეფექტური ურთიერთობისთვის, სამინისტროს ყველა
ქვედანაყოფიდან შეირჩნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც მედიასთან
ურთიერთობის საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარეს.
“აღნიშნული სახის ტრენინგები გააუმჯობესებს სამინისტროსა და მედიის ურთიერთობას, ხელს შეუწყობს საზოგადოებამდე ინფორმაციის სწრაფად და სწორად მიტანას”, – აცხადებენ სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი “ШУСТЕР LIVE”-ის პირდაპირ ეთერში–პუტინი წავიდა ამ მოლაპარაკებებზე იმ იმედით, რომ გაეყო დასავლეთი- საფრანგეთი და გერმანია ერთ მხარედ ხოლო ამერიკა და ევროპა მეორე მხარედ
შემდეგი სტატიაქალაქ არტემოვსკის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა