შსს-ს წარმომადგენლებმა თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას სასმელი წყალი და პროდუქტები დაურიგეს

აბაშაში, სოფელ მარნის გადასახვევთან ავარია მოხდა

მინისტრის გადაწყვეტილებით, სასმელი წყლით, საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანები თბილისიდან მლეთაში ჩავიდნენ და თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას დაურიგეს.

ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე ზურაბაშვილი.

საკვებით მომარაგება საჭიროების მიხედვით ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: დღეს ჩვენს სულებში იბადება ყველაზე სუფთა საწყისი სიყვარულის
შემდეგი სტატიაალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება