შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოში აშშ საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) მიერ

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
ბათუმში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს
ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო
ბიუროს (INL) პროგრამის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში „სისხლის კვალის
აღმოჩენა და ანალიზი“ მიიღეს მონაწილეობა. სწავლებას საქართველოში სამუშაო
ვიზიტით მყოფი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და
სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL)
პროგრამის ევროპისა და აზიის დირექტორი ლესლი ვიგური და სხვა ხელმძღვანელი
პირები დაესწრნენ.
აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან
თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) პროგრამის მიერ ორგანიზებულ
ტრენინგს „სისხლის კვალის აღმოჩენა და ანალიზი“ ჯორჯიის შტატის
საგამოძიებო ბიუროს (GBI) ექსპერტები ატარებენ. სწავლებას საქართველოს
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 20
ექსპერტ-კრიმინალისტი გაივლის და ტრენინგის დასრულების შემდეგ მათ
შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. შსს-ს თანამშრომლებისთვის მსგავსი
ტიპის ტრენინგები რეგულარულად ტარდება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლესლი ვიგური და სხვა ოფიციალური პირები
თბილისში, ცენტრალურ საექსპერტო ლაბორატორიაში საექსპერტო-კრიმინალისტიკური
მთავარი სამმართველოს უფროს ნუგზარ სუჯაშვილს შეხვდება.
შეხვედრაზე განიხილავენ მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ს სახელმწიფო
დეპარტამენტში საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს და
INL-ის პროგრამის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე დაგეგმილი აქტივობების
იმპლემენტაციის საკითხს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან
თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიკოკში ნარმანიას ჭიშკარზე გამოჩნდა წარწერები : ,,სოხუმი ჩემი იერუსალიმი”, მომავალ წელს სოხუმში” (ფოტო)
შემდეგი სტატიასახელმწიფოს მიერ ხუდონჰესის წილის შეძენაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახმაურდება