შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან უცხო პირებს არ შეუშვებენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან, ადგილობრივების გარდა, უცხო პირებს არ შეუშვებენ.
როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე აცხადებს ეს შეზღუდვა ჟურნალისტებსაც ეხება. შეზღუდვის მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტრო პროვოკაციის თავიდან აცილებას ასახელებს.
“საფრთხე ორივე მხრიდან არსებობს. ანდრო ბარნოვის გუშინდელი ქმედება არ იყო მიზნობრივად გამართლებული, რადგან ასეთმა ფაქტებმა, შესაძლოა, მეორე მხრიდან პროვოკაცია გამოიწვიოს და დაპირისპირება მოხდეს”, – განაცხადა შალვა ენუქიძემ.
ანდრო ბარნოვი ორჭოსანსა და წითელუბანთან იმყოფებოდა, სადაც მასსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

banner
წინა სტატიაშიროგორ შემოდის საქართველოში რუსული ფული
შემდეგი სტატიალაშა ტუღუში რუსეთის სახელმწიფო არხების ტრანსლირების აკრძალვას მოითხოვს