შსს-ს ინფორმაციით, ივლისში დანაშაული შარშანდელთან შედარებით 4%-მდე შემცირდა

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

ივლისში დანაშაულის რაოდენობა შარშანდელ ივლისთან შედარებით თითქმის 4%-ით არის შემცირებული.

ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც წარმოდგენილია 2015 წლის იანვარ-ივლისსა და ივლისის დანაშაულის სტატისტიკა.

აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.

ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის ივლისში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3302 დანაშაული, რომელთაგან 1378 გაიხსნა.

დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელია 41.73%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა 3.62%.

2015 წლის იანვარ-ივლისში კი საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 20438 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 11506 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.3%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა 4.32%.

banner
წინა სტატიაშისტიქიით დაზარალებულმა ჯიბუტების ოჯახმა მერიის მიერ გადახდილი თანხით ბინა შეიძინა
შემდეგი სტატიაკაზინო “აჭარას” გადასახადების დამალვას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან