შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შსს-ს თანამშრომლებმა აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა.

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ უკვე მესამე წელია მონაწილეობს. სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში, სისხლს რეგულარულად აბარებს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღო
შემდეგი სტატიაყურძნის რეალიზაციის ხელშესაწყობად სარეალიზაციო პუნქტები თბილისშიც მოეწყობა