შსს სოფელ ხურვალეთში ე.წ. საზღვრის ბანერების დამონტაჟებას ადგილზე სწავლობს

შინაგან საქმეთა სამინისტოს შესაბამისი სამსახურები გორის რაიონში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის ბანერების დამონტაჟების შედეგად შექმნილ სიტუაციას ადგილზე სწავლობენ.
როგორც შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ განაცხადა, შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
“ჯგუფი ადგილზეა გასული, ხდება შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით აზომვითი სამუშაოები, შსს-ს სხვადასხვა უწყებები ჩართულები არიან და ალბათ, დაახლოებით, ერთი-ორი საათის შემდეგ გვქნება ზუსტი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ენუქიძემ.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მორიგი ბანერები ამჯერად გორის რაიონში დაამონტაჟეს. სოფელ ხურვალეთის სახნავ-სათეს ფართობებში რუსი ე.წ. მესაზღვრეები და დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები გუშინ საღამოს გამოჩნდნენ.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული ბანერების მონტაჟის საფუძველზე სოფლის კუთვნილი მიწების დაახლოებით 70% ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
ხურვალეთის მცხოვრებლებს ბანერის მიღმა დარჩენილ ტერიტორიაზე 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე ხორბალი და ქერი აქვთ დათესილი. თუმცა ამბობენ, რომ მოსავლის აღებას ვეღარ შეძლებენ. ამის თაობაზე შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივები გუშინ უკვე გააფრთხილეს. ხურვალეთისა და წითელუბნის მცხოვრებლები იმასაც ამბობენ, რომ სახნავ-სათესი ფართობების გარდა, სოფლების საძოვრებიც დაკარგეს. შესაბამისად, ბევრ მათგანს პირუტყვის გაყიდვა მოუწევს.

banner
წინა სტატიაშიგადაყენებული ჩინოსანი სააკაშვილისგან მილიონ გრივენს ითხოვს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს