“შსს რუსულ სანომრე ნიშნიან ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს”

რუსული სანომრე ნიშნით შემოსული სამხედრო კავშირგაბმულობის მანქანების შემოსვლასთან დაკავშირებით, შსს განმარტებას აკეთებს. “თაიმერი” უწყების განმარტებას უცვლელად გთავაზობთ.
“სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს. ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვთ სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება. ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის”-ნათქვამია ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ოპატიის მერთან შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაოქრუაშვილი–ხაბურძანიას ფარული ჩანაწერი – რას ინფორმაცია გაცვალეს ყოფილმა ძალოვანმა მინისტრებმა?!