შსს პოლიციელების დაჭრაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეს ეძებს

შსს ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შსს პოლიციელების დაჭრაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეს ეძებს, რომელიც წარსულში ნასამართლევია.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციის თაანახმად, მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში  შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.

მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის დასაკავებლად.

“თუ ფლობთ აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, მიმართეთ პოლიციის განყოფილებას ან დარეკეთ 112-ზე,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისუხიაშვილს დღეს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სიკვდილით დასჯის კანონის მიღებას აპირებს