შსს-მ 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღო

სამართალდამცველებმა 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღეს. როგორც “თაიმერს” შსს-დან აცნობეს, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გამლეტ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით მარნეულში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 36,244 გრ გამომშრალი მარიხუანა, ხოლო ეზოდან 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამლეტ მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილი არის მოქალაქე და ის ვერაფერს აჩუქებს სახელმწიფოს”
შემდეგი სტატიაშსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს