შსს-მ 27 აბი მეტადონი ამოიღო

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შსს-მ 27 აბი მეტადონი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ხვიჩა ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 27 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,266546 გრ მეტადონს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით “ა” ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: რკინიგზის პრივატიზების საკითხი ამ ეტაპზე არ იხილება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე თანახმაა