შსს-მ 194 აბი ე.წ. ექსტაზი ამოიღო

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

სამართალდამცველებმა 194 აბი ე.წ. ექსტაზი ამოიღეს. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული, გორის რაიონში მცხოვრები ვახტანგ ე. დააკავეს.
“შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, გორის რაიონში მცხოვრები ვახტანგ ე. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 194 აბი ე.წ. “ექსტაზი” ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,9771 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე განმარტებით, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის
მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგალში რუსულის არმცოდნე ბავშვებს რუსულად სწავლას აიძულებენ… (VIDEO)
შემდეგი სტატიაფოთში ნაციონალური მოძრაობის ოფისს საღებავები ესროლეს